Wednesday, 25 July 2018

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღემ  მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს, რაც ძალიან საინტერესო იყო ჯგუფის თითოეული წევრისთვის. ერთმანეთს ვაძლევდით რჩევებსა და კომენტარებს, რასაც ვითვალისწინებდით. ავტვირთეთ მასალები, მოვაწესრიგეთ პორთფოლიო და გადავაგზავნეთ.  ძალიან მომეწონა ჩვენი ტრენერი, რომელიც ჩვენ მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხებს სცემდა,რისთვისაც მადლობას ვუხდი.

Wednesday, 18 July 2018

მე-8 დღის რეფლექსია

მოდული მე-7-ის ფარგლებში განვიხილეთ,  თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროდუქტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ  ტექნოლოგიებს ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და  სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. განვიხილეთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, შევქმენით პრეზენტაციები, ვიმუშავეთ დოკუმენტებზე, ცხრილებსა და ვებრესურსებზე, რომლებიც მოსწავლეს გაუწევს ფასილიტაციას  და ხელს შეუწყობს მოსწავლის შემდგომ წარმატებას.

Monday, 16 July 2018

მე-7 დღის რეფლექსია

მე-6 მოდული
მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა,თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას,მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის,შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.გავეცანით მოსწავლეთა პროექტის მოდიფიცირებას.

Wednesday, 11 July 2018

მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-6 დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები,შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის უნარების განვითარებისთვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.გავიგეთ,რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.გავეცანით,აგრეთვე,დაწყებითისა და საბაზო კლასების შეფასების გეგმებსა  და გაკვეთილზე გამოყენებულ თვითშეფასების რეფლექსიას,შეფასების დაგეგმვის ცხრილს,პორთფოლიოს  შეფასების რუბრიკასა და ჟურნალი შაბლონს.

Monday, 9 July 2018

მე-5 დღის რეფლექსია

ამ მოდულის გაცნობისას ერთმანეთს გავუზიარეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციები და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენილი ფორმები.განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხი.
შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა,ბიბლიოგრაფიები.გავეცანით ინტრნეტრესურსებს,გავაუმჯობესეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა.
მე-4 მოდულზე მუშაობა დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო მომზადებით.მოსწავლის თვალით დანახული ნაშრომის შექმნა დამეხმარება იმის გარკვევაში ,თუ რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა ინტერესებს.

Thursday, 5 July 2018

მე-4 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე,მის მეთოდებსა და მიზნებზე,რაც,ჩემი აზრით,უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დროს.ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასება,რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას.გავაანალიზე რა კითხვებთან არის დაკავშირებული პროექტის სწორად განხორციელება.აქედან გამომდინარე,თანდათან კმაყოფილდება ჩემი ინტერესი და აქამდე დასმული უამრავი კითხვა,რაც პროექტებით სწავლებას უკავშირდება.

Wednesday, 4 July 2018

მე-3 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-3 დღე დაიწყო 21-ე საუკუნის ადამიანის უნარების გამომხატველი სიტყვების გაცნობით.პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის გავეცანით სტანდარტებს.შერჩეული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები,რომლებშიც გაწერილი იქნება,თუ რა უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს.ვისწავლეთ ბლუმის განახლებული  ტაქსონომიის სიტყვები.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.გავიაზრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შევუსაბამეთ პროექტის თემას და განვათავსეთ შაბლონზე.